სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი „დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში" მიმდინარეობს.
ირაკლი ალასანია პანელში - „დემოკრატიული განვითარების რისკები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე" სიტყვით გამოვიდა. დისკუსიაში მონაწილეობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გრიგოლ მგალობლიშვილმა მიიღეს.