გაზეთი „არგუმენტი ი ფაკტი" რუბრიკაში „კითხვები და პასუხები" გამოქვეყნებულია შეკითხვა „რატომ ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში?", რომელზეც რედაქცია რუსი პოლიტოლოგის მიხეილ ლეონტიევის პასუხს აქვეყნებს:
„ამერიკის შეერთებული შტატები ერტაერთი ადგილია, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს მშვიდად და კარგად გრძნობს... ამ კაცმა საქართველოში იმდენი [ცუდი] საქმე გააკეთა, რომ იგი ქართველებს არ უყვართ, ამერიკაში კი პატრონებმა შეიფარეს და მფარველობენ. თავის დროზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, როცა მას ადამიანის უფლებების დარღვევის სფეროში მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი ამბები მოუყვნენ, ასე განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილს ხელი არ ახლოთ, ის ჩვენი „ოქროს ბიჭიაო". დიახ, ამერიკისათვის იგი ოქროსია, დანარჩენებისთვის კი ცუდი.
ისიც სათქმელია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად არა მხოლოდ ამერიკაში გრძნობს, სადაც იგი რამდენიმე წელი სწავლობდა სტიპენდიას სახელმწიფო დეპარტამენტიდან იღებდა, ახლა კი ტაფტის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, არამედ უკრაინაშიც: საქართველოს ექს-პრეზიდენტი კიევშიც ხშირად დადის, „ევრომაიდანშიც" მონაწილეობდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მიღებული პიროვნებაა. ამჟამად „სააკაშვილის გუნდის" წევრები უკრაინის ახალი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩევლებად მუშაობენ... მე მხოლოდ მინდა უკრაინელებს მივუსამძიმრო - განა მათ თავიანთი სულელები ცოტა ჰყავთ? ეტყობა, კიევში ჰგონიათ, რომ სააკაშვილისა და პოროშენკოს ხალხის „ინტელექტის", „ეფექტურობისა" და „წარმატებულობის" შეთავსება უკრაინას მართლაც ფანტასტიკურ შედეგებს მოუტანს".

ავტორი: . .