3-5 სექტემბერს, მესტიაში, ავღანეთში 2010 წლის 5 სექტემბერს გმირულად დაღუპული, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მინი ფეხბურთში გაიმართება. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, გაიმართება. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ტურნირი ჩატარდება, მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის N2 საჯარო სკოლაში (მინი სტადიონზე). ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მესტიის, ლენჯერის, წვირმის, მულახის, ლატალის, ცხუმარის, ბეჩოს, ფარის და ჭუბერის ტერიტორიული ორგანოს საფეხბურთო გუნდები. თითოეული გუნდი შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 8 კაციანი შემადგენლობით. მონაწილეების ასაკის მინიმალური ზღვარია 16 წელი.
ტურნირი მიიღებს ტრადიციულ ხასიათს და ყოველწლიურად ჩატარდება.