თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვაჟი ნიკა ალასანია სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
ამის შესახებ ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს:
"ყოჩაღი ჯარისკაცი ნიკო. ჯარში წაიყვანეს დედას გუფთა, გუშინ. დარდი არ გქონდეს სამშობლოვ, ეს ბიჭიც დაგიცავს ეს ერთი წელი, კაცი პაციფისტი და კაცი ოქრო", - წერს ნათია ფანჯიკიძე.