რესპოდენტის შესახებ
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტი ოლეგ ბოლდირევი „რეინტეგრაციის საკითხებში" საქართველოს სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან;
„საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ აფხაზეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა, შესაბამისად, საქართველო ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. თუმცა ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია მისი მშვიდობიანი ჩატარება და ვიმედოვნებთ, რაიმე დაძაბულობა და მისი ესკალაცია არ მოხდება. ამასთან, ვინ არ უნდა იყოს აფხაზეთის ლიდერი, ჩვენ მასთან საერთო ენის გამონახვა დაგვჭირდება. ჩვენ უნდა შევურიგდეთ აფხაზებს, აფხაზ ხალხს, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა ვეცადოთ პრობლემების გადაჭრას.
რაც შეეხება რუსეთს, საქართველოს კანონ-მდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, ყველაფერი საოკუპაციო რეჟიმთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, რუსეთი არ ასრულებს სარკოზ-მედვედევის შეთანხმებას და ჯარებს 2008 წლის ივლისის დროს არსებულ პოზიციებზე უკან არ სწევს. საქართველომ დიდი ხანია აღებული ვალდებულება სრული სახით შეასრულა... ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი იგივეს გააკეთებს. ასე რომ, სანამ რუსეთთან არ მოვძებნით საერთო ენას ამ საკითხში, [მანამ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ფიქრი შეუძლებელია]... და საერთოდ, რაზე უნდა მოველაპარაკოთ აფხაზურ და ოსურ მხარეებს, რომლებთაც საკუთარი არმიები არ ჰყავთ? ფორმალურად რაღაც სამხედრო ქვედანაყოფები არის, მაგრამ ისინი ფაქტიურად რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ექვემდებარებიან. მოკლედ, ქაღალდზე თამაშები მიდის.
კონფლიქტები ერთი დღის განმავლობაში არ მოგვარდება. ჩვენ დასავლური ვექტორი გვაქვს და ვცდილობთ პრობლემა ევროპული ინტეგრაციის პირობებში გადავჭრათ, ამ ვექტორის ყველა უპირატესობით. ეს რეალობაა და ვფიქრობ, ის აფხაზური საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს. ვგრძნობთ, რომ საქართველოს მეშვეობით ევროპისადმი აფხაზეთის ინტერესი იზრდება. მართალია, შეიძლება ის ამჟამად თვალშისაცემი იმდენად არ არის, მაგრამ მე როგორც ამ სფეროს სპეციალისტი და კიდევ სხვა ექსპერტები, ვხედავთ, რომ აფხაზები რუსულ და ევროპულ პერსპექტივას აწონილ-დაწონილად უყურებენ. აშკარაა, რომ [მსოფლიოში] არავინ არაა დაინტერესებული კავკასიაში კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობით. ეს აბსურდია. ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი უკრაინის კონტექსტში. აფხაზეთშიც მშვენივრად ესმით, რომ რეალური, ნამდვილი დამოუკიდებლობის პერსპექტივა არ აქვთ. მით უმეტეს, რომ საქართველო ამას არასადროს არ აღიარებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ შერიგებაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის [და სამხრეთ ოსეთის] მოსახლეობამ საქართველოს [განზრახვა] დაიჯეროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო
ჩვენ პარლამენტში კანონპროექტი შევიტანეთ, [რომელშიც შერბილებულია სანქციები] საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის [კრასნოდარის მხარის მონაკვეთი] უნებართვოდ გადასვლის გამო. ის აღარ იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი. მე მიმაჩნია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის გამო ადამიანის დასასჯელად ჯარიმა საკმარისია. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე კანონს მივიღებთ. ეს ვალდებულება ჩვენ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებითაც ავიღეთ. მასში ნათლადაა აღნიშნული, რომ საქართველომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სწორედ ამ მიმართულებით უნდა შეცვალოს".

ავტორი: . .