აზერბაიკანული გამოცემა „ეხო" ყუდარბას ამახვილებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე სომხეთში. სტატიაში გადმოცემულია აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის მუბარიზ აჰმედოღლუს კომენტარი ერევნულ შეხვედრებთან დაკავშირებით (ავტორი ჯამილია ალეკპეროვა).
როგორც „ეხოს" კორესპონდენტს პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა მუბარიზ აჰმედოღლუმ განუცხადა, „სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის - მასზე ზეწოლა ხდება როგორც ბიძინა ივანისშვილისგან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისაგან. ვაშინგტონი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს, სომხეთ-საქართველოს ერთმანეთთან დაახლოების მიზნით. ვაშინგტონი ვერ ურიგდება იმას, რომ სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკიდან აზერბაიჯანი ყველაზე ძლიერია და მათგან გამოირჩევა. ამერიკას სურს, რომ სამივე სახელმწიფო ერთნაირად დასუსტებული იყოს".
მუბარიზ აჰმედოღლუს თქმით, ძალიან საწყენია, რომ რეგიონისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს არ შეუძლია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც თვითონ სურს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თვითონაც მშვენივრად ესმის, როგორ ეხმარება ბაქო ფინანსურად თბილისს. ქართველები თურქეთზეც არიან დამოკიდებულნი, მაგრამ მათ მოგების მიღება სომხეთისგანაც სურთ... არადა, გასაგებია, რომ სომხეთი მათ ძალიან მცირედით თუ დაეხმარება. ასე რომ, ირაკლი ღარიბაშვილმა ერევანში ვიზიტის დროს სომხეთი საქართველოზე უფრო მაღლა დააყენა", - ასკვნის აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი.
მასალის გამოყენების პირობები