„აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის დამოკიდებულება ცხელი ფაზიდან ცივში გადავიდა, გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის ფონზე. სიტუაცია მაინც და მაინც ვერ გააუმჯობესა ოკეანისიქითა პატრონების დანაშაულებრივი ბრძანების შემსრულებელი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური არენიდან წასვლამაც კი. საქართველო როგორც იყო, ისევე რჩება აშშ-ის მმართველობის ქვეშ... იურისტ მიხეილ სააკაშვილის ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილით შეცვლამ საქართველო იდეალურ სახელმწიფოდ ვერ გადააქცია", - ნათქვამია სიმფეროპოლის გაზეთის "კრიმსკოე ეხო" სტატიაში.
„მართალია, ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა, „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულმა ოცნებამ" ჩაანაცვლა, მაგრამ „ნაციონალები" ბოლომდე დამარცხებულნი ჯერ არ არიან, მათ საკმაო მხარდამჭერები ჰყავთ. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებითაც დადასტურდა, როცა „მეოცნებეებმა" პირველსავე ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვეს.
საქართველოში კვლავ სიღარიბეა: ქართული რეფორმების გატრებამ და გამარჯვების შეძახილებმა ქვეყნის ეკონომიკას ვერაფერი უშველა. იმ დროს, როცა ყაზახეთი ინდუსტრიას აშენებს, საქართველოში მხოლოდ მინის ფასადიანი პოლიციის შენობები აშენდა, ევროასოცირება კი თბილისს რას მოუტანს, არავინ იცის... ქვეყანას სისხლის სამართლის საქმეები არყევს. მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად უკვე დაპატიმრებულია, დასწრებულად კი ამერიკაში ცხოვრობს და უკრაინაში მუშაობს. ვაშინგტონი მიხეილ ნიკოლოზოვიჩთან მიმართებით პრეზიდენტ ფრანკლინის გამონათქვამით სარგებლობს: „სომოსა შეიძლება არამზადაა, მაგრამ ის ჩვენი არამზადაა". იგი დღეს კიევის ხელისუფლებას სამომავლოდ ათი ათასობით კილომეტრი ფართობის მქონე ტერიტორიის დაკარგვაში ეხმარება, აშშ კი პერიოდულად თავის სტახანოველს იცავს და საქართველოს ხელისუფლებას ოკეანისიქითელ მაღალ ჩინოვნიკებთან „სწორებაზე" დადგომა უხდება.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მარტო არ მუშაობს, მას თან მთელი რევოლუციური გუნდი ჩამოჰყვა, სასახლის მთელი კამარილია, აგრეთვე ლანდსკნეხტები, კონდოტიერები, დაქირავებული პოლიტოლოგები და პოლიტტექნოლოგები. ამაში „ქართული ოცნებისათვის" ერთ-ერთი მთავარი საფრთხე იმალება: ვინ იცის, რა მოხდება, თუ ვაშინგტონი ადრე თუ გვიან საქართველოს ჩამოწერს, ქაოსში ჩაძირავს? ასეთ შემთხვევაში სამშობლოში ყველა სახის ავანტიურისტი დაბრუნდება...", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
მასალის გამოყენების პირობები