სასჯელაღსრულების რუსთავის #6-ე დაწესებულებაში 26 წლის პატიმარია გარდაცვლილი. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი პატიმარი თანასაკნელებმა საირფარეშოში იპოვნეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია ითქვას მხოლოდ ის, რომ ეს იყო თვითკვლელობა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება პროკურატურის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. გარდაცვლილი პატიმარი საპირფარეშოში იპოვეს.
"გარდაცვლილი პატიმარი თანასაკნელებმა საირფარეშოში იპოვეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძება მიმდინარეობს პროკურატურის მეთვალყურეობით, უკვე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ველოდებით დასკვნა. თუ გამოიკვეთა ახალი ნიშნები შესაბამისად საქმე გადაკვალიფიცირდება",-განაცხადა სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ თაია პერტაიამ.
მასალის გამოყენების პირობები