აზერბაიჯანული მედია აქტიურად განიხილავს საქართველოში მიდმინარე მოვლენებს, კერძოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
„ეხო"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია ქართული, რუსული და დასავლეთევროპული მასმედიის მიერ გამოქვეყნებული მასალები პროკურატურის მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების შესახებ, საუბარია აგრეთვე წაყენებულ ბრალდებებზეც (ავტორი - ნურანი, იგივე თოფიგახანუმ კასიმოვა).
„როგორც ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, „ქართული ოცნების" ხელისუფლებას ძალიან სურს ექს-პრეზიდენტს ანგარიში გაუსწოროს და ამით რუსი მეგობრების გული მოიგოსო. მართლაც, საკითხავია, საქმე მართლაც კორუფციული საქმეების რეალურ გამოძიებას ეხება თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას რუსეთის მონაწილეობით? არგუმენტები ორივე მხარეს აქვს, თუმცა აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებისათვის" სააკაშვილისა და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ მიმართული მსგავსი ბრალდებები, შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, მომგებიანია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა", თავის მხრივ, საკუთარი ლიდერის დასაცავად, აქტიურად იყენებს დასავლურ ანტირუსულ პრესას", - ნათქვამია სტატიაში.
ამ მხრივ „ეხოს" კორესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს გავლენიანი ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის" მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაზე, რომელშიც ხაზგასმულია: „მიხეილ სააკაშვილი ანგელოზი არ ყოფილა, როცა მას საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ჰქონდა დაკავებული, მაგრამ მის მიერ ჩადენილი შეცდომები არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ბრძნულად მოიქცა, როცა მას სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა".