უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ თუ რუსეთის მხრიდან მომავალი „ჰუმანიტარული კოლონა" უკრაინის კანონმდებლობას დაარღვევს, ამაზე ჯეროვანი რეაგირება განხორციელდება. ეს განცხადება კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრანის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კოორდინატებთან დაკავშირებით თუ სად იმყოფება ახლა ეს კოლონა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ის ჩამოვა უნდა შემოწმდეს ტვირთი რომელიც მას მოაქვს. ტვირთს მესაზღვრეები და „წითელი ჯვრის" წარმომადგენლები შეამოწმებენ",_ განაცხადა ლისენკომ.
კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ როგორ იმოქმედებს უკრაინული მხარე კოლონის მიერ თვითნებურად უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში ლისენკომ განაცხადა:
„ამ შემთხვევაში კოლონა ბლოკირებული იქნება ყველა ძალით, რომლითაც მისი ბლოკირება შეიძლება",_ განაცხადა ლისენკომ.
მასალის გამოყენების პირობები