ავღანეთში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე "დიდგორობის" დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიებაში ISAF-ის მისიაში მონაწილე სამთო სადაზვერვო ბატალიონი მონაწილეობდა. სამხედრო მოსამსახურეებმა წარმოადგინეს ქორეოგრაფიული ნომრები. შესრულდა ხალხური სიმღერები. ჯარისკაცებმა ასევე საკუთრი და ცნობილი პოეტების ლექსებიც წაიკითხეს. დიდგორობის დღესასწაულს ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროებიც დაესწრნენ. დღესვე, სამთო-სადაზვერვო ბატალიონის ხელმძღვანელობამ წარჩინებული სამხედრო მოსამხახურეები მადლობის სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. ავღანეთში ყოფი სამთო სადაზვერვო ბატალიონის პირადი შემადგენლობა პერიოდულად კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში აქტიურად მართავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.მომავალში იგეგმება ჩემპიონატის გამართვა ჭადრაკში და ფეხბურთში.
მასალის გამოყენების პირობები