საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა ახალი ჯილდო დააწესა. ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, გამორჩეულ სამხედროს ლიდერობისთვის თავდაცვის სამინისტრო მედალს „დიდგორის ჯვარი" გადასცემს. დღეს ეს ჯილდო პირველად მაიორმა ცხადაძემ მიიღო.
ღონისძიებაზე მომღერალმა ნატო მეტონიძემ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად შეასრულა. დღესვე, დიდგორის ველზე მიწვეული სტუმრებისთვის კონცერტი გაიმართა.
დიდგორის ველზე დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ.