სოჭში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისადმი მიძღვნილი სამდღიანი შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებებში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზდენტები მონაწილეობდდნენ.
„ბი-ბი-სის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მონაწილეები შეთამხმდნენ, რომ კონფქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება დარეგულირდეს.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხის გადაჭრა აუცილებელია იმის გათვალისწინებით, რომ ის საბჭოური ეპოქის გადმონაშთია.
„ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოთბინება, სიბრძნე, ურთიერთპატივისცემა იმისთვის რათა გამოსავალი მოვძებნოთ. რა ტქმა უნდა ნებისმიერი რთული სიტუაციის გადაწყვეტა შეიძლება თუ ამის კეთილი ნება არსებობს და მე წარმომიდგენია, რომ კეთილი ნება არსებობს როგორც აზერბაიჯანული ასევე სომხური მხრიდან",_ განაცხადა პუტინმა.