ტანკისტის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრა და ჯარისკაცებს მიმართა. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ომი რეალური ბრძოლისა და შეტაკების გარეშე უნდა მოიგოს.
"ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც სჭირდება დაცვა და დაცვა ხშირად მდგომარეობს იმაში, რაც არაერთხელ მიხსენებია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი ჩვენი ქვეყნისთვის რეალური ბრძოლის და შეტაკების გარეშე. აღარ უნდა დაიღვაროს არც ჩვეულებრივი მოქალაქის და არც სამხედროს სისხლი. იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად მაღალ მოწოდებაზე, მაღალ დონეზე, რომ არავის გაუჩნდეს ერთი წამით ეჭვიც კი, რომ იოლია საქართველოსთან იარაღის ენით საუბარი. ეს არის თქვენს მხრებზე, ეს არის მათ მხრებზე, ვისაც ძალიან ბევრი გამოუვლია, ვინც იცის, რამდენად რთული და მძიმეა ყოველი დღე ჯარისკაცისთვის. მაგრამ თქვენ ისიც იცით, რამხელა პატივს გცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქე და რამხელა პატივია ის, რომ როდესაც მოქალაქეებს მშვიდად სძინავთ, თქვენ ფხიზლობთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები