ავღანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს სარდლობის ხელმძღვანელს გენერალ ჯოზეფ დანფორდს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ISAF-ის შტაბბინაში გაიმართა. შეხვედრისას თავდაცვის ინისტრმა და გენერალმა დანფორდმა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთოების დეტალებზე და ამ პროცესში ქართველი სამხედროების როლზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ ქართველი სამხედროების როლზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ასევე მოინახულებს ყანდაღარის საჰაერო ბაზაზე დისლოცირებულ სამთო სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს და შეხვდება ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს.