ნატო წყვეტს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის რადას სპიკერთან ალექსანდრე ტურჩინოვთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წყვეტს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას, მოუწოდებს ნატოს წევრ ქვეყნებს ერთიანობისკენ და მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს მხარდაჭერა და თანამშრომლობა უკრაინასთან." - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
რასმუსენმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა-ნატოს სამიტზე, რომელიც სექტემბერში უნდა შედგეს, იქნება შესაძლებლობა, გადადგან ახალი კონკრეტული ნაბიჯები და ნაყოფიერად იმუშავონ ორივე მხარესთან. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ უკრაინა საჭიროებს კომპლექსურ რეფორმებს საომარ სფეროში და რადამ აქ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს.
მასალის გამოყენების პირობები