აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენდენტები შესაძლოა სოჭში 8 ან 9 აგვისტოს შეხვდდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. იმის გამო, რომ მთიანი ყარაბაღია კონფლიქტის ზონაში კონფლიქტი კვლავ გამწვავდა და ის არტილერიის გამოყენებამდე მივიდა სომხეთის პრემიერ-მინისრტრმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები შესაძლოა შეხვდდნენ.
კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დაძაბვას ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს. პრეზიდენტებს შეხვედრის გამართვისათვის მსოფლიო თანამეგობრობამაც მოუწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში უკვე დაღუპულია 15 სამხედრო. აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ მისი მხრიდან დაღუპულია 12 სამხედრო.