პრეზიდენტმა კაპრალ თემურ დადიანს მსოფლიო რეკორდის დამყარება მიულოცა. ,,ჯი-ეიჩ-ენი" პრეზიდენტის მილოცვის ტექსტს უცვლელად გთვაზობთ : ,,ბატონო თემურ, გულითადად გილოცავთ უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდის დამყარებას.თქვენს ამ მიღწევას დიდი საზოგადოებრივი და ეთიკური მნიშვნელობა აქვს. თქვენ არა მხოლოდ ერთგულად ემსახურებით საქართველოს მოქალაქეთა მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არამედ წარმოუდგენელი ძალისხმევით, შეუძლებლის შეძლებისაკენ სწრაფვით ამტკიცებთ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, რომ მონდომებას, თავდადებასა და დაუღალავ შრომას სასწაულის მოხდენა შეუძლია. თქვენი მაგალითი შთააგონებს და რწმენით აღავსებს თქვენს თანამებრძოლებს, ახალგაზრდებს, თითოეულ ჩვენგანს.კვლავ მრავალ წარმატებას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ", _ნათქვამია განცხადებაში.
კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელმაც ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ქვედა კიდური დაკარგა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სარეკორდო ასპარეზობა აფეთქებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, 3 აგვისტოს გაიმართა. თემურ დადიანმა 38.25 წამში 37 აზიდვა შეასრულა, რითაც სამჯერ გადააჭარბა დაწესებულ მინიმუმს. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო.
23 წლის თემურ დადიანმა გინესის მოთხოვნების შესაბამისად, ფიზიკური ვარჯიშის - ე.წ. „ამპუტირებული აზიდვების" შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომლის დროსაც ის მხოლოდ ხელებს ეყრდნობოდა, სხეულის დანარჩენ ნაწილს კი ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ინარჩუნებდა. ეს მოძრაობა ტანვარჯიშის ერთ-ერთი ცნობილი ელემენტის, ე.წ. „ფლენჩის" (Planche) სახეს
თემურ დადიანი 2011 წლის აპრილში, ISAF-ის მისიის ფარგლებში, ავღანეთში გაემგზავრა. იმავე წლის 3 აგვისტოს, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. ასევე, აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს და სისტემატურად მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში.
ხვაობაა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ამ ელემენტის შესრულების რამდენიმე შემთხვევა, თუმცა, განსაკუთრებული სირთულის გამო, მსგავსი რეკორდი აქამდე არასდროს დამყარებულა.
თემურ დადიანის სარეკორდო ასპარეზობა გენარალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვის და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს ცენტრში გაიმართა. გინესის მოთხოვნების შესაბამისად, თემურს ერთი წუთის განმავლობაში მინიმუმ 10 აზიდვა უნდა შეესრულებინა. ქართველი ჯარისკაცის მიერ შესრულებული რეკორდი ადგილზე დაადასტურა საქართველოს რეკორდების მსაჯთა ფედერაციამ. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თემურ დადიანის მეგობრები დაესწრნენ.