სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავოს ცეცლის შეწყვატის გამყოფ ხაზთან სიტუაციის ესკალაციისგან და შესაძლო შედეგების შესახებ აფრთხილებს. განცხადებას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ბოლო დროს ცეცხლის შეწყვეტის გამყოფ ხაზთან აზერბაიჯანული მხარე მკვეთრად გააქტიურდა და ყარაბაღელების პოზიცოიებზე დივერსიული აქტების განხორციელებას განაგრძობს.
„აზრებაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის პოზიციებზე შეღწევის მცდელობებსა და დივერსიულ ქმედებებს არ წყვეტენ. ხსნიან ცეცხლს. ცხრილავენ მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებს. ყოველდღიურად იზრდება დანაკარგი ორივე მხრიდან",_ ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში იქვე აღნიშნულია, რომ თუ აზერბაიჯანული მხრიდან პროვოკაციები არ შეწყდება სომხური მხარის პასუხი უფრო მკაცრი იქნება.
„იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანული მხარე ისედაც დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას არ შეწყვეტს, სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებულნი იქნებიან კიდევ უფრო გაამკაცრონ ზომები იაზრო და სამხედრო ლოგიკას მოკლებული გამოვლინებების აღსაკვეთად",_ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ცეცხლის შეწყვეტის გამყოფ ხაზზე წუხელ ცეცხლი გაიხსნა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე სომხური მხარის მიერ განხორციელდა შეიარაღებული დივერსია, რომლის შედეგად დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედროების რაოდენობამ 5 მიაღწია. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად დაჭრილია 8 აზერბაიჯანელი სამხედრო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა აზარბაიჯანულ საგუშაგოებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან განლაგებულნი თავდასხმა სცადა. აზრებაიჯანელმა სამხედროებმა თავდასხმის მოგერიება შეძლეს.