სომხეთისა და აზერბაიჯანის ცეცხლის შეწყვეტის გამყოფ ხაზზე წუხელ ცეცხლი გაიხსნა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე სომხური მხარის მიერ განხორციელდა შეიარაღებული დივერსია, რომლის შედეგად დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედროების რაოდენობამ 5 მიაღწია. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად დაჭრილია 8 აზერბაიჯანელი სამხედრო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა აზარბაიჯანულ საგუშაგოებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან განლაგებულნი თავდასხმა სცადა. აზრებაიჯანელმა სამხედროებმა თავდასხმის მოგერიება შეძლეს.