ავღანეთში ყანდაღარის საჰაერო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გეგმიურ წვრთნებს გადიან. წვრთნების პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა ტოპოგრაფიაში საკლასო მეცადინეობები გაიარეს. მომდევნო ეტაპზე საავიაციო ბაზის სასროლეთზე საცეცხლე მომზადება ჩატარდა. სამთო სადაზვერვო ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საშტატო იარაღებიდან 25, 50 და 100 მეტრიან სამიზნეებზე ისროლეს.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონის ხელმძღვანელობამ სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.
მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მიზნით, ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედრო კონტინგენტი წვრთნებს ყოველთვიურად გადის. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სწავლებების სხვა დისციპლინებში ჩატარება.