ხვალ, 31 ივლისს, 11:00 საათზე, ვაზიანის პოლიგონზე ორი საჩვენებელი სწავლება გაიმართება: ოცეულის დონის სწავლება „მაილსის" ლაზერული სისტემების გამოყენებით და ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება „ვაზიანი 2014".
საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.