თბილისის მერი დავით ნარმანია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია.
მისივე თქმით, როცა საგამოძიებო ორგანოებს კითხვები გააჩნიათ, ვინც არ უნდა იყოს, ვალდებულია, გასცეს ამ კითხვებზე პასუხი.
,,ცალკეულ პროცედურულ და საპროცესო საკითხებზე მე არ შემიძლია, ზუსტი პასუხები გაგცეთ, თუმცა მე ერთი რამ ვიცი, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. ამიტომ, როცა საგამოძიებო ორგანოებს გააჩნიათ კითხვები, ვინც არ უნდა იყოს, ვალდებულია, რომ გამოცხადდეს და გასცეს ამ კითხვებზე პასუხი", - განაცხადა ნარმანიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Mმიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. იგი საგამოძიებო უწყებაში, ხვალ, 28 ივლისს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.