პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, შესაბამისად, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია დაკითხვაზე გამოცხადდეს.
,,ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა არავინ დგას, იქნება ეს ყოფილი პრეზიდენტი, თუ ყოფილი თანამდებობის პირი. ადამიანს თუ შეხება ჰქონდა დანაშაულებრივ ქმედებებთან რაც საჭიროებს გამოძიებას, კითხვებზე პასუხის გაცემას და მას იბარებენ მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოში ის ვალდებულია დაემორჩილოს ამ მოთხოვნას, გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში და მისცეს ჩვენება. Eეს არის კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპი. თუმცა ეს სააკაშვილს და მის გუნდს არ ესმის, უფრო სწორად არ უნდათ გაიგონ. ისინი არ ემორჩილებიან კანონის მოთხოვნას, რაც მათთვისვეა ცუდი, რადგან ამას ვერ გაიგებს ყველაზე მათი დიდი მხარდამჭერი დასავლეთში. მხარდამჭერებს ვგულისხმობ, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში, რადგან იქ კარგად ესმით, ადამიანი თუ საგამოძიებო ორგანოშია დაბარებული უნდა გამოცხადდეს. Aაღნიშნულის პროცესისთვის თვის არიდება კი არის კანონის დარღვევა და ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს სრული უფლება აქვთ იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით. მიხეილ სააკაშვილი არაფრით არ განსხვავდება სხვა ადამიანეებისგან", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.
მისივე განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებით მიხეილ სააკაშვილის სარგებელის მიღებას ცდილობს.
,, ნაცმოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი არის ის ძალა, რომელიც ყველაფერში ცდილობენ სარგებლის მიღებას. Aამ შემთხვევაში სურთ სააკაშვილი გამოიყვანონ მსოფლიო მასშტაბის დემოკრატიის მებრძოლად, რომელსაც არავინ უნდა შეეხოს, თურმე კითხვა არავინ არ უნდა დაუსვას, მითუმეტეს, როცა საუბარია ბიუჯეტის საკმაოდ დიდი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე. Mმე რა ინფორმაციაც მაქვს და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ამ ადამიანს ბიუჯეტის თანხები გამოყენებული აქვს საკუთარი შვილების სწავლისთვის, სხვადასხვა ნივთების შეძანისთვის, აღარ ვსაუბრობ სხვა საკითხებზე, რომელთან დაკავშირებით გამოძიებას კითხვები აქვს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.