საქალაქო სასამართლოში რიყისა და ,,ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ბიზნესმენის, ჯოზეფ კეის დაკითხვა ,,სკაიპის" საშუალებით მიმდინარეობს.Kკეის დაკითხვა ნიუ-იორკიდან ხდება.
საქმეში ბრალდებულმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კი სხდომაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ჯოზეფ კეისთან შესულია გარიგებაში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს გამოძიება 2006 წელს რიყის ტერიტორიის და ,,ტელეიმედის" უკანონოდ გასხვისებას ედავება.აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს დაცვის მხარე და მას აბსურდულს უწოდებს.