ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის არმის ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „ურღვევი კლდე" უკვე მე-17 დღეა მიმდინარეობს. ოპერაცია 8 ივლისს ხოლო ოპერაციის სახმელეთო ეტაპი 18 ივლისს დაიწყო.
ღაზას სექტორში ცახალის ძალები შეიყვანეს. ამ დროისათვის ცახალმა უკვე დაასრულა საჟაიის აღების ოპერაცია და ამ კვარტალში განლაგებული მიწისქvეშა გვირაბების განადგურებას შეუდგა. ამის პარალელურად, მან დაიწყო შეტევა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ რაიონებზე, მათ შორის ჯებალიასა და ხაით-ხანუნზე. ასევე მიტანილია მასირებული იერიში ტერორისტების სამიზნეებზე ხან -იუნისში.
გასული დღეღამის განმავლობაში ცახალმა ღაზას სექტორში მდებარე 100 სამიზნეზე მიიტანა იერიში. ებრაული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 150 ადამიანი. ყველა მათგანი ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში არის ეჭვმიანილი.
არმიის პრესსამსახური ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან ღაზას სექტორში დაზიანებულია 3. 333 სამიზნე, ხოლო მისი სახლემეთო ფაზის დაწყებიდან განადგურებულია სულ მცირე 200 ბოევიკი.
ასევე მათივე ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან დაღუპულია ცახალის 32 ჯარისკაცი და ოფიცერი. ერთი სერჟანტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
პალესტინური წყაროების ინფორმაციით, გასული დღეღამის განმავლობაში ღაზას სექტორში დაღუპულია 56 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 680 ადამიანს გადააჭარბა. დაახლოებით 4. 250 დაჭრილია.
ცახალის ინფორმაციით, ოპერაციის დაწყების შემდეგ ისრაელის დასახლებული პუნქტების მიმართ ღაზას სექტორიდან გამოშვებულია 2. 270 რაკეტა და მხოლოდ 400 მათგანის გაუვნებელყოფა მოხერხდა. 1.777 ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ღაზას სექტორში.
აღსანიშნავია, რომ წუხელ, რამალაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელი და ჰამასი დაზავების შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან. მალევე ეს ინფორმავია, ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ჰალიდ მაშალმა უარყო და განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია იარაღს მხოლოდ მას შემდეგ დაყრის რაც მოხდება ისრაელის სრული დემილიტარიზაცია და დასრულდება ოკუპაცია და ასევე შესრულდება მისი ორგანიზაციის მოთხოვნები.
ჰალიდ მაშალმა აღნიშნა „ჩვენი მოთბინება მხოლოდ ორ თვეს ეყოფა". ეს სიტყვები მრავალმა გაიგო ისე, რომ ჰამასი ომისათვის მოემზადა, რომელიც 8 კვირაზე მეტხანს გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები