საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი, რომელიც 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე" მსახურობდა, ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.
23-ე ბატალიონი ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა. ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოკოვნიკი ზაზა ჩხაიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს საქართველოში მშვიდობით დაბრუნება და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელება მიულოცეს.
მეორე ეტაპზე სამშობლოში 23-ე ბატალიონის 150 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა. ბატალიონმა ISAF-ის საერთაშორისო მისია უდანაკარგოდ შეასრულა. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნდება.