უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცნობილი ხდება ბოევიების მიერ ორი უკრაინული გამანადგურებლის ჩამოგდების ახალი დეტალები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ორი გამანადგურებელი „სუ-25" დონეცკის რაიონის დიმიტროვკის დასახლებასთან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით ჩამოაგდეს. პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს.
„დღეს დიმიტროვკის დასახლებაში ტერორისტებმა ორი უკრაინული „სუ-25" ჩამოაგდეს",_აცხადებენ ანტიტერორისტული ოპერაცის პრესცენტრში.
მასალის გამოყენების პირობები