უკრაინის შს სამინისტრომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსა და მეწარმე კონსტანტინე მალოფეევის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ შოიგუ და მალოფეევი ახორციელებენ ტერორისტების ხელისშეწყობას. შს სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შოიგუს უკანონო ტერორისტული ფორმირებების ორგანიზებაში ხოლო მალოფეევს მათ დაფინანსებაში ადანაშაულებენ.
შს სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი მზად არიან ეჭვმიტანილებზე ძებნა გამოაცხადონ თუ ისინი საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისათვის საკუთარი ნებით არ გამოცხადდებიან.