რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრანის აღმოსავლეთში მყოფი ბოევიკებისათვის შეიარაღების გადაცემაში არის ეჭვმიტანილი. განცხადება ამის შესახებ დღეს კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის შს მინისტრის თანაშემწემ ანტონ გერაშჩენკომ გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, მოწმდება ინფორმაცია მის მიერ დონეცკელი სეპარატისტებისათვის საზენიტო -სარაკეტო კომპლექსების „ბუკ"-ის გადაცემის შესახებ, რომლითაც იქნა კიდეც ჩამოგდებული მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ვერტმფრენი.
გერაშჩენკო ასევე აცხადებს, რომ უკრაინის შს სამინისტროს აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ შოიგუ თანამონაწილეა „პირდაპირი მოქმედებებით დოენცკელი და ლუგანსკელი ტერორისტებისათვის იარაღის, „გრადის" ტანკებისა და საარტილერიო დანადგარების გადაცემაში".
„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ინფორმაციის გადამოწმებაზე, იმის შესახებ, რომ სწორედ შოიგუ ათანხმებდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადაცემას, იმისათვის რათა მათ უკრაინული თვითმფრინავები ჩამოეგდოთ. მაგრამ, როგორც ვიცით, ეს „მალაიზიის ავიახაზების" ვერტმფრენის ჩამოგდებით დასრულდა",_ განაცხადა გერაშჩენკომ.
„ასევე ბატონ შოიგუზეა მიმაგრებული მთელი კონტროლი იარაღის მიწოდებაზე და კოორდინაცია ტერორისტების სხვა და სხვა დაჯგუფებებზე",_ განაცხადა მინისტრის მრჩეველმა და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბოევიკების მართვის სისტემამ უკრაინაში თავისი არაეფექტურობა უკვე აჩვენა.
„ადრე ტერორისტებს ხელმძღვანელობდა ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო უშიშროების სამსახური. დღეისათვის კი მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ტერორისტების ხელმძღვანელობა ბატონ შოიგუს ჩაბარდეს",_ განაცხადა გერაშჩენკომ.
მასალის გამოყენების პირობები