რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირობას დებს, რომ მოსკოვი გამოიყენებს თავის გავლენას ამბოხებულებზე იმისათვის რათა მალაიზიის ბოინგის კატასტროფის სრულფასოვან გამოძიებას შეეწყოს ხელი. ეს განცხადება მან რუsეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ამას გარდა, პუტინი აცხადებს, რომ აუცილებელია კიევს მოუწოდონ „წესიერების ელემენტარული ნორმების დაცვისაკენ და გარკვეული - მცირე დროით, გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში მაინც ცეცხლის შეწყვეტისაკენ".
„ახლა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ სრულდება",_ აცხადებს პუტინი.