აჭარის საზოდაგოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ღონისძიება, ,,ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში", გრძელდება.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს აჭარაში რეგისტრირებული 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის ორსულთა გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე. კერძოდ - ულტრასონოგრაფია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა (თირეოტროპული ჰორმონი, თავისუფალი თიროქსინი), ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
მომსახურების მიღება შესაძლებელია ბათუმის სამშობიარო სახლში, ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და სს. საზღვაო ჰოსპიტალში. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ბენეფიციართათვის მომსახურების მიწოდება ხორციელდება ადგილზე, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.
პროგრამა გათვალისწინებულია 2000 ბენეფიციარზე და გაგრძელდება წლის ბოლომდე.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე გამოკვლეულია 700 ორსული.