ENG / RUS       12+

მამუკა ჟღენტი: საქართველო მიიღებს ახალი ხელისუფლების ე.წ. მეორე მთავრობას

რესპოდენტის შესახებ

პრემიერ-მინისტრმა 7 მინისტრს თანამდებობა დაატოვებინა, ორი მათგანი სავარაუდოდ, კვლავ მინისტრთა კაბინეტში დარჩება, თუმცა ეს ცვლილებები 2012 წლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში მეათე აღმოჩნდა (ღარიბაშვილი, მაგრველაშვილი, ნარმანია +7). ივანიშვილისა და ღარიბაშვილის "ეფექტური" მთავრობა აღნიშნული სამთავრობო ცვლილებებით არც თუ ეფექტური აღმოჩნდა, თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ მთავრობაში დარჩენილი წევრების მიმართაც საზოგადოებას არაერთგავროვანი დამოკიდებულება აქვს. რა გახდა მთავრობის წევრების დათხოვნის მიზეზი და რამდენად ეფექტუური იქნება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, ამ თემის გარშემო "ჯი-ეიჩ-ენის" კითხვებს დიპლომატმა, საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელმა მამუკა ჟღენტმა უპასუხა.

- როგორ შეაფასებდით სამთავარობო ცვლილებებს?

- სამწუხაროდ მთავრობაში ცვლილებები საკმაოდ დაგვიანებულად მეჩვენება. დაგვიანებულად იმიტომ, რომ გარდა სხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებებისა, დიდწილად ის რეგრესი რასაც ქვეყანა განიცდის მთელ რიგ მიმართულებებში, სწორედ მთავრობის შემადგენლობის არაკვალიფიცირებულობისა და არაკოორდუნირებული საქმიანობის ბრალია. ამასთან, ის ცვლილებები რაც განხორციელდა საკმაოდ არაადეკვატურ და გარკვეულწილად არასრულფასოვნების განცდას ტოვებს. ასევე საინტერესოა, რომ პრემიერ მინისტრმა დაანანონსა, რომ ორ სამ დღეში ახალი მინისტრების ვინაობასაც გაიგებთო. არადა, საერთო ჯამში, ახალი მთავრობის 9 მინისტრმა დატოვა დაკავებული თანამდებობა (მარგველაშვილი, ნარმანია +7), რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აბსოლუტურად განსხვავებული პროცედურების დადგომას ითვალისწინებს. ეს შეიძლება წარმოუდგენლად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მთავრობის პირობებში, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამის თაობაზე არც უფიქრიათ. შესაბამისად, განხორციელებული გათავისუფლებების შედეგად, საქართველო მიიღებს ახალი ხელისუფლების ე.წ. მეორე მთავრობას. 

- სუბარისთვის სამინიტროს გამოცვლა იმ პირობებში როდესაც ის ნამდვილად არ იყოს წარმატებული მინისტრი წინა თანამდებობაზე რას შეიძლება უკავშირდებოდეს?

- ვერ ვიტყოდი, რომ სუბარი კაბინეტში ყველაზე წარუმატებელი მინისტრი იყო. ყველაფერი შედარებითია და შეფასებებიც რა თქმა უნდა განსხვავდება, მაგრამ პირადათ მე არ მიმაჩნია, რომ სუბარის მინისტრობა უფრო წარუმატებელი იყო ვიდრე იმ მინისტრებისა, რომლებიც პრემიერ მინისტრს არ გაუნთავისუფლებია. მაგალითად მოვიყვანდი თუნდაც ხადურს ან ზაქარეიშვილს. საკმაოდ ბუნდოვანია და რთულად გასაანალიზებელი ის კრიტერიუმები, რომლებზე დაყრდნობითაც იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები. ერთი საერთო კრიტერიუმი რაც აშკარად სჩანს არის ის, რომ თანამდებობები დატოვეს სწორედ იმ მინისტრებმა, ვისი შეფასებაც შეიძლებოდა, როგორც მეტ ნაკლებად ტექნოკრატების და არა პოლიტიკური ლიდერების ანდა პილიტიკურად ანგაჟირებული მინისტრებისა. სხვა კრიტერიუმების დადგენა შეუძლებელია, რადგან მაგალითად, მინისტრი ხოკრიშვილი, სულ რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და თუკი საზოგადოებამ რაიმე კონკრეტული დაინახა ამ სამინისტროს მუშაობაში, სწორედ ხოკრიშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. შესაძლებელია, ეს არჩევნების ფაქტორით იყო განპირობებული, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მისი გადაყვანა სხვა სამინისტროში უფრო პირად გემოვენბასთან ან ხუშტურთანაა დაკავშირებული, ვიდრე რაიმე ობიექტურ ფაქტორთან. საგუსლიხმოა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოხსნა, რომლის სამინისტროს საქმიანობაც ხელისუფლების ერთ-ერთ თუ არა ერთადერთ მნიშვნელოვან წარმატებასთან არის დაკავშირებული. იმ შემთხვევაში თუ პირადად მინისტრი არ იმსახურებდა მოწონებას მიუხედავად სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობისა, მაშინ გასანთავისუფლებებლი ობიექტურად სწორედ სხვა მინისტრები იყვნენ. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ გამოცხადებული ცვლილებები განაპირობა ან პირადმა სუბიექტურმა შეხედულებამ და/ან გამიზნულია მთავრობისათვის გარკვეული პრობლემატური თემების გადასაფარად.

- რამდენად არის შესაძლებელი რომ გადახალისბული გუნდით მთავრობის საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს?

- საქართველოს დღევანდელი მთავრობის ძირითად პრობლემად რჩება გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებული ხარვეზები. ნაცვლად დაანონსებული დეცენტრალიზაციისა, შედეგად მივიღეთ ჰიპერცენტრალიზებული მმართველობითი სტრუქტურა. ის რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. რეფორმის შედეგად არანაირი ახალი უფლებამოსილება არ გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობებს მიმანიშნებელი იყო იმისა, რომ დეცენტრალიზაცია მხოლოდ დეკლარირებული ამოცანაა და არაფერი საერთი არ აქვს ხელისუფლების რეალურ გეგმებთან. დღეს ეჭვგარეშეა, რომ მინისტრთა კაბინებიტს დიდი უმრავლესობა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის დამოუკიდებლად ელემენტარული გადაწყევტილებების მიღებისას. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეულ მინისტრებს ამის სურვილიც არ გააჩნიათ. და ბოლოს, უმთავრესი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ დღეს საქართველო დე იურედ და დე ფაქტოდ სხვადასხვა კაბინეტებიდან თუ შენობებიდან იმართება და აქ მთავრობის კანცელარიასა და პრეზიდენტის სასახლეს არ ვგულისხმობ.

- წინა შემადგენლობიდან რომელი იყო სუსტი რგოლი რაც მემმკვიდრეობად გადმოყვება ახალ მთავრობას?

თუ კრიტერიუმად ავიღებთ იმას თუ როგორ გამოიჩინა თავი ამა თუ იმ მინისტრმა საჯარო სივრცეში, შეფასება შესაძლებელია სუბიექტური გამოვიდეს. ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთ ყველაზე დადებით შტაბეჭდილებას საზოგადოებაში ტოვებს ჯანდაცვის მინისტრი. ამ სამინისტროს საქმიანობაში არის პოზიტიურიც, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ნეგატიური შედეგების დადგომას ვარაუდობენ ექსპერტების დიდი ნაწილი. შედარებისათვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დამსახურებაა ევროკავშირთან მიღწეული პროგრესი, მაშინ როდესაც გარდა მთავრობის წევრებისა და ქართული ოცნების პარტიული აქტივისა, საკმაოდ რთულია მოიძებნოს ობიექტური შემფასებელი ვინც პირადად მინისტრის საქმიანობას შეაფასებდა თუნდაც დამაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამა თუ იმ მინისტრის საკითხი მთავრობის მეთაურის საქმეა. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს რა და როგორ აჯობებს მისი მთავრობის ეფექტურობისათვის. თუმცა, ეს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს და არა მხოლოდ მის ან მის ზემოთ მდგარი მოქალაქის განწყობასა და გუნებას. დასასრულს დავძენ, რომ ჩემთვის არც ის არის მიუღებელი, რომ რეალურ პრემიერ მინისტრს სურდეს კაბინეტში ყავდეს ის ხალხი, ვისთან ერთადაც შეიქმნება რეალური გუნდი და არა პოლიტიკურ კონიუქტურაზე დამოკიდებული ეკლექტური ერთობა. მაგრამ, მაგრამ, გამოცხადებულ ცვლილებებს არც ამ მიდგომასთან გააჩნიათ რაიმე საერთო.


„ჯი-ეიჩ-ენი", გეგა სილაგავა

ავტორი: . .