თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.
ავარიის დროს სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
15 დაშავებული გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მხოლოდ 3 მათგანი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.
სამი ადამიანი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისის საავადმყოფოში არიან გადმოყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები