საქართველოს წმინდა სინოდის წევრი, მეუფე გერასიმე მოსკოვში იმ ღონისძიებას დაესწრო რომლსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და პატრიარქმა კირილმა უმასპინძლეს.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი რუსეთის დედაქალაქში სერგეი რადონეჟელის 700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციებიც.
პუტინმა შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ ზნეობრივი და სულიერი მხარდაჭერის იმედი აქვს.
საქართველოს საპატრიარქოში საინფორმაციო სააგენტოებს დაუდასტურეს, რომ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი ღონისძიებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ესწრებოდა.