აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ, ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს 1989 წლის 15-16 ივლისის სოხუმში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.
1989 წლის 15-16 ივლისის მოვლენები, რაც მესამე ძალის მიერ ინსპირირებული იყო, ქართულ-აფხაზური საუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში ყოველთვის შავ ლაქად დარჩება. ამ ავადსახენებელ დღეს, სხვისი მეოხებით, ძმამ ძმაზე აღმართა ხელი და სისხლი დაიღვარა.
ვოვა ვეკუა 1989 წელის 15 ივლისს, აფხაზ სეპარატისტებთან პირველი შეტაკებისას ტრაგიკულად დაიღუპა. იგი აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო.
ვოვა ვეკუა გაიხსენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
„სამწუხაროდ, ვოვა ვეკუასთან მე პირადი ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი იყო მისი ავტორიტეტი და უდიდესი წვლილი, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან ასოცირდებოდა. 1988-89 წლებში ვოვა ვეკუა ზურაბ წერეთელთან და მერაბ კოსტავასთან აქტიურად თანამშრომლობდა. ისინი ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას, ტრაგედიის თავიდან აცილებას. ვოვა ვეკუას, როგორც აფხაზეთში გაზრდილ და დაბადებულ ადამიანს კარგად ესმოდა აფხაზების. იცნობდა მათ ფსიქოლოგიას და განწყობას. მოწოდებითაც ლიდერი იყო, ცხოვრების წესითაც და საქმიანობითაც. ენერგიული, თავმდაბალი, საქმიანი.
ბოლო წუთამდე ცდილობდა ურთულეს ვითარებაში გარდატეხის შეტანას. თავს არ ზოგავდა ურთიერთობების მოწესრიგებისთვის", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
ყოლბაიამ ასევე გაიხსენა 1989 წლის 15-16 ივლის განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, რომელთა უშუალო მონაწილე თავადაც იყო. მან იმ ადამიანების ღვაწლი გაიხსენა, რომელთა ძალისხმევითაც დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა. მისივე თქმით, ეს სისხლიანი შეტაკება მესამე ძალის მიერ იყო პროვოცირებული.
„ვოვა ვეკუას ანგარიშს უწევდა თავად აფხაზური ფრთაც. მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მოძრაობა „აიდგილარას" ლიდერებთან. მათ შორის ძალიან პოზიტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა. სამწუხაროდ ამას ხელს უშლიდა მესამე ძალა, პროვოკატორები და სპეცსამსახურები თავიანთ შავ საქმეს აკეთებდნენ და ყველა წარმატებულ მოლაპარაკებას პროვოკაციას უპირისპირებდნენ. კატეგორიულად ილაშქრებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ. ვეკუა 5 მათ შეძლეს შეტაკების პროვოცირება, რაც ტრაგიკულად დასრულდა. ორი ცხელი წერტილი გაჩნდა. სოხუმში და გალში თითქმის ერთდროულად დაიძაბა სიტუაცია. მე მაშინ გალის
ხელმძღვანელი ვიყავი, ვმუშაობდი რაიკომის მდივნად. კარგად მახსოვს, მე ვუძღვებოდი მიტინგს, რომელზეც სიტყვით გამოდიოდნენ მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები. ამავე დროს ზუგდიდში იმყოფებოდა ზვიად გამსახურდია. ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთავარ მოედანზე. რესუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელობა მთელი შემადგენლობით გალში იყო და ყველაფერი კეთდებოდა სიტუაციის განსამუხტად. მახსოვს, აფხაზეთის რესპუბლიკის
ხელმძღვანელი ხიშბა ჩამოფრინდა, ჩვენს მიტინგზე სიტყვით უნდა გამოსულიყო.
მაგრამ მიტინგზე არ გამოვიყვანეთ და თვითმფრინავში დავტოვეთ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხიშბას სიცოცხლეს საფრთხე უქმნიდა.
მიტინგი კი ჩვენ ჩავატარეთ. მიტინგის დასრულებისას მოხდა ინციდენტი - ვიღაცამ დრო იხელთა, მიკროფონთან მივარდა და წამოიძახა, რომ ვითომ აფხაზები ქართველ ბავშვებს გალში, მატარებლიდან ყრიდნენ და წვავდნენ. ათივეკუა 8 ათასზე მეტი კაცი ვერტმფრენისკენ დაიძრა. რა არ მოვიმოქმედეთ, რომ ეს აზვირთებული მასა ვერტმფრენთან არ მიგვეშვა და ტრაგედია არ დატრიალებულიყო.
ამის შესახებ რუსული პრესა, გაზეთი „პრავდაც" წერდა მაშინ. კარგად მახსოვს, რომ დანარჩენი საქართველოდან წამოსული ხალხი, რომელიც ღალიძგასთან მოვიდა, მერაბ კოსტავამ, ძმებმა ფიფიებმა შეაჩერეს. ხალხმა დაგვიჯერა, გამოგვყვა და თავიდან ავიცილეთ ტრაგედია. ვფიქრობდით, რომ ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ღალიძგის მეორე მხარეს შეიარაღებული აფხაზური ჯგუფები იდგა და ყველა ადამიანი, რომელიც იქით გადავიდოდა დაიღუპებოდა.
ყველანი ერთად ვიგერიებდით იმ უბედურებას, რაც წუთი წუთზე შეიძლებოდა მომხდარიყო. საბედნიეროდ, ჩვენ ეს შევძელით. გონიერი ხალხი აღმოჩნდა ოჩამჩირის მხარესაც და საბოლოოდ ამ გონიერებამ გაიმარჯვა, სამწუხაროდამ
მყიფე მშვიდობამ მხოლოდ სამ წელიწადს გასტანა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ყოლბაიას თქმით, ვოვა ვეკუას სიცოცხლის ფასი იყო ის, რომ სამი წლის მანძილზე, აფხაზეთში საომარი ვითარებები არ ყოფილა.