ოსმა სეპარატისტებმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე გურამ გეგელაშვილი გაასამართლეს და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
„2014 წლის 18 ივლისს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე 1957 წელს დაბადებული გურამ გეგელაშვილს 10 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლოს მსვლელობის დროს დამკტკიცებულ იქნა გეგელაშვილის მონაწილეობა დაზვერვითი ხასიათის ინფორმაციის საქართველოს სპეცსამსახურებისათვის გადაცემის საკითხში", _ წერენ სეპარატისტები.