ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი იარაღის ექსპერტიზის პირველად დასკვნის შედეგებს ასაჯაროვებს და აცხადებს, რომ მასზე ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.
,, დღეს გაგრძელდა იარაღის ექსპერტიზა, ამჯერად თითების ნაბეჭდი გაკეთდა. საბოლოო პასუხი არ ვიცი, მაგრამ პირველადი პასუხით, იარაღზე არ არის არც ერთი ანაბეჭდი, რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის გამოდგება", _ განაცახდა ჟურნალისტებთან ზურაბ კიწმარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვნეს. კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.