დონეცკის მხარეში ტერორისტებმა ავიაკომპანია Malaysia Airlines -ის Boeing 77 ჩამოაგდეს. დაღუპულია 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი.
უკრაინის შს-ს წარმომადგენლის ანატალო გერაშენკოს განცხადებით, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა მას შემდეგ, რაც მას რუსეთის საზენიტო სარეკეტო კომპლექსს ბუკ-იდან გაუხსნეს ცეცხლი.
„რამდენიმე წუთის წინ, ტორეზემთან ტერორისტებმა მათთვის პუტინის მიერ გადაცემული სარაკეტო კომპლექს ბუკ-ით ჩამოაგდეს სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც კუალა-ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა. დღეს დილით ადგილობრივების მიერ დაფიქსირდა ამ სარაკეტო კომპლექსის გადაადგილების ფაქტი", - აცხადებს გერაშენკო.
უნდა აღინიშნოს რომ ბოევიკები სოციალურ ქსელებში წერენ მათ მიერ სატვირთო-სამხედრო თვითმფრინავის შესახებ.