ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Saferworld"-ის მთავარ მრჩეველს კრეიგ ოლიფანტს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ვიაჩესლავ ჩირიკბამ ოლიფანტს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე სამუშაოს შესახებ მოუთხრო.
ჩირიკმამ კრეიგ ოლიფანტთან შეხვედრაზე ყურადღება ჟენევის დისკუსიებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთი კვლავინდებურად მოითხოვს მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილებას და ყველა მონაწილისათვის დელეგაციის სტატუსზე გადასვლაზე.
„ჩირიკბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე ევროკავშირისა და ეუთოს მხრიდან ახალი თანათავმჯდომარეების მოსვლით იმედოვნებს, რომ გაეროში მუშაობა კიდევ უფრო დინამიური და სედეგიანი იქნება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორგანიზაცია „Saferworld"-ის აფხაზეთში მოღვაწეობის საკითხები",_ წერს აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები