9-11 ივლისს გენერალი პოლ სელვა, აშშ სატრანსპორტო სარდლობის მეთაური თბილისს ეწვევა. იგი შეხვდება საქართელოს ხელმძღვანელობის მაღალ ოფიციალურ პირებს მათ შორის პრეზიდენტ მარგველაშვილს, პრემიერ- მინისტრ ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ალასანიას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, 10 ივლისის შეხვედრების ფარგლებში განიხილება მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობა და წვრთნები. აგრეთვე საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების (ISAF) მისიაში ავღანეთში. აგრეთვე ISAF -ის ჩრდილოეთ განაწილების ქსელის გზის ლოჯისტიკური საკითხები. გენერალი სელვა ისარგებლებს ამ შესაძლებლობით და მადლობას გადაუხდის საქართელოს მთავრობას და ხალხს მხარდაჭერისთვის და ისაუბრებს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. გებერალი სელვა აშშ-ს სატრნსპორტო სარდლობას სათავეში ჩაუდგა 2014 წლის მაისში. ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში.