საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქს, ბაქოს ეწვია. მას აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზიაფატ ასკეროვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 8 ივლისამდე გაგრძელდება.
აზერბაიჯანის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, თედო ჯაფარიძე, ზურაბ ტყემალაძე, გუბაზ სანიკიძე, მახირ დარზიევი, ალი მამედოვი და კახაბერ ოქრიაშვილი ესტუმრნენ.