დღეს, 1-ელ ივლისს, 11:00 საათზე, გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა სკოლის გამოშვების ცერემონიალი გაიმართება. აკადემიის სამწყობრო მოედანზე ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის 80 მსმენელი და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა სკოლის ავიაციის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის 18 მსმენელი ფიცს დადებს და ოფიცრის პირველად წოდებას მიიღებს.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრებიან.
მისამართი: ეროვნული თავდაცვის აკადემია, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ.