დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აშშ-ის სენატის მრჩეველთა დელეგაციას უმასპინძლა. სენატის სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიხეილ დარჩიაშვილმა აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ისახავს მიზნად.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესი და უელსში დაგეგმილი ნატოს სამიტი. მიხეილ დარჩიაშვილმა სტაფერებს თავდაცვის სისტემაში გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს მონაწილეობას ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისიებში.