საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ნატოს სამხედრო პარტნიორობის შტაბის უფროსს შეხვდა. გენერალ-მაიორებმა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართვაზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე, ქვედანაყოფების სერთიფიცირებისა და შეფასების პროცესი განიხილეს. შეხვედრაზე ნატოს სტანდარტების მიხედვით ქართველი შემფასებლების მომზადების საკითხზეც იმსჯელეს.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უცხოელ სტუმარს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეფორმები გააცნო. ნატოელ გენერალთან საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილების საკითხიც განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო, ISAF-ის შემდგომ პერიოდს და ამ პროცესში ქართული კონტინგენტის ჩართულობის დეტალებს.
ნატოს სამხედრო პარტნიორობის შტაბის უფროსთან შეხვედრა ბათუმში გაიმართა. გენერალ-მაიორი ჰალუკ ცეტინკაია საქართველოში თავდაცვისა და უსაფთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.