საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ალასანია ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს ფრედერიკ სტარს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. მხარეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და სექტემბერში, უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ისაუბრეს. შეხვედრებზე ასევე, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების გზებზე იმსჯელეს.
განხილვის მთავარი თემები იყო რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკა, უკრაინის კრიზისი და ყირიმის ოკუპაცია.
შეხვედრების დასრულების შემდეგ სტუმრებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს მოწვევისთვის და კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს.
მასალის გამოყენების პირობები