საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მესამე პანელი შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მსჯელობას დაეთმო.
კონფერენციის მონაწილეებმა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვენელობაზე ისაუბრეს. პანელის „შავი ზღვის რეგიონი: ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სტრატეგიული დასაყრდენი" მოდერატორი თურქი ჟურნალისტი დიბა ნიგარ გიოქსელი იყო. დებატებში მონაწილეობდნენ „Heritage Foundation" -ის მკვლევარი არიელ კოენი, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ფრედერიკ სტარი, რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერიუ ნიკუტი და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე.
მასალის გამოყენების პირობები