დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პოლონელ სენატორს ბოგდან კლიხს უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გაიმართა.
მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა და რეგიონალური უსაფრთხოება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პოლონელ სტუმარს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, თავდაცვის უწყების გამჭვირვალობის გაზრდას, სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ასევე, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწას.
მასალის გამოყენების პირობები