კონფერენციაზე მეორე პანელი ევროპის უსაფრთხოების და სტაბილურობის თემას დაეთმო. "ევროკავშირი საზღვრებს მიღმა: თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის" დისკუსიაში მონაწილეობა პოლონელმა სენატორმა ბოგდან კლიხმა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ენდრიუ მურისონმა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სერვისის გენერალური მდივნის მოადგილემ მასეი პოპოვსკიმ და სამხედრო სამსახურის დირექტორმა, გენერალმა ვოლფგანგ ვოსოლსობემ მიიღეს. პანელს მოდერატორობა "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ გაუწია.
პანელის მონაწილეებმა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ევროკავშირის როლზე ისაუბრეს. გამომსვლელებმა ახალი გამოწვევების ფონზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა სტუმრებს შექმნილი რეალობის ფონზე, პრობლემების მოგვარების სტრატეგიული ხედვა გააცნეს.
მასალის გამოყენების პირობები