საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა პიტერ შიკლოშთან საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული განვითარება, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, საერთაშორისო სტაბილურობის ოპერაციებში ქვეყნების ჩართულობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მიხეილ დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვენერიტერის, ასევე ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, წლის დასაწყისში უნგრეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას პირველად მოეწერა ხელი.
მასალის გამოყენების პირობები